Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მე-9 დღე საინტერესო იყო ჩემთვის.გავიმეორე ინტერის ძირითადი სასწავლო კურსის მე-3 დონე. ძირეულად გადავხედე პროექტის პორტფოლიოს.ვისწავლე საქაღალდის ატვირთვა ,მისამართის მიცემა და გადატანა ბლოგზე. მოსწავლის ბლოგში ვისწავლე გვერდების შექმნა და წაშლა,გვერდების გამოჩენა. კლუჩით წაშლა და ჩასმა, გადაადგილება, სახელის შეცვლა. ვისწავლე დიაგრამის ჩასმა ვორდში. ჩავწერე საგნების დასახელება და რიცხვებით შევსება.  ქალბატონო ქეთი, დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს პირად საქმიანობაში და ჯანმრთელობას. პატივისცემით ციური ლაცაბიძე.

Sunday, July 9, 2017

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღე საინტერესო იყო ჩემთვის.ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე. ვისწავლე როგორ უნდა შევცვალო სათაურები და დავარქვა მოსწავლის გლოგის მისამართი, მოსწავლის პრეზენტაცია. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს მოვხსენი შაბლონი და დარჩასასწავლო პროექტის გეგმა. სასწავლო პროექტის დამხმარეში შევიტანე განსხვავებული საჭიროება, სარეკლამო ბუკლეტი და ფასილიტაცია. ვისწავლე რომელ საქაღალდეში რომელი შევინახო.ვისწავლე ატვირთვის პროცესი,რა არის სიის გაჯეტი და რისთვის გამოვიყენებ.ვისწავლე დრაივით ინფორმაციის გაგზავნა. შევქმენი მოსწავლის გზამკვლევი-ფასილიტაციის ნიმუში, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება პროექტის  სწორი მიმართულებით წარმართვაში.

Saturday, July 8, 2017

ტრენინგის მე-7 დღე საინტერესო იყო. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,შეფასების რუბრიკაზე. მოვნიშნე სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები.,თუ როგორი პროექტი უნდა გავაკეთოთ რა პროცედურებია საჭირო როგორ უნდა წარვმართოთ გაკვეთილი.

Sunday, July 2, 2017

ტრენინგის მე- 6 დღე საინტერესო იყო ჩემთვის. ვიმუშავე მოსწავლის პრეზენტაციაზე. გადავხედე სხვის გეგმებს'რომ მერე ვიმუშაო ჩემს გეგმებზე.ვისწავლე როგორ უნდა დავგეგმო და შევქმნა მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის. გავიგე როგორ უნდა გავაკეთო პრეზენტაციის თავფურცელი, ანალიზი მიზანი,მიმდინარეობა და გადაჭრის გზა.

Saturday, July 1, 2017

ტრენინგის მე-5 დღე

დღევანდელი დღე საინტერესო იყო. ვისწავლე მოსწავლის ბლოგის შექმნა,დაკოპირება და ტექსტის გადმოტანა-შენახვა. ვისწავლე დათვალიერება, რედაქტირება,ფანქრის დანიშნულება. ვისწავლე ბლოგში სურათის ჩასმა,გადატანა,დაპატარავება, გვერდზე გადატანა,წაშლა,ბლოგის სურათების შეცვლა,ბლოგის მისამართის შეცვლა. ვისწავლე გაჯეტების რედაქტირება და წაშლა.

Sunday, June 25, 2017

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგის მე-4 დღე ძალიან საინტერესო იყო.  ვიმუშავეთ პროექტის შინაარსზე, შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა და სხვა მიმართულებებზე.  ვიმუშავეთ მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე, ვფიქრობ ყველაფერ ამას წარმატებით გამოვიყენებ სასწავლო პროცესში

Saturday, June 24, 2017

ტრენიბგის მე-3 დღე

ვიმუშავეთ 21-საუკუნის უნარ-ჩვევები. სტანდარტი დავადგინეთ. სტანდარტიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევბიდან შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები და ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.